ირაკლი კობახიძე დმანისის მოვლენებზე: რთული ვითარების ერთ დღეში დეესკალაცია სამართალდამცველების სათანადო მოქმედებაზე მეტყველებს

გუშინ, დმანისში პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება იყო სათანადო და ადეკვატური და ამის შედეგი ყველამ იხილა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ის, რომ ძალიან რთული ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სათანადოდ იმოქმედეს. იყოს რთული სიტუაცია, რომელიც ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ძალიან გართულდა. შესაბამისად, არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, მაგრამ ეს ერთ დღეში მოხერხდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ინციდენტი დმანისში, 16 მაისს ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები