ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქარმა ონში და მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და წაქცეულია ხეები.
ვითარებას ადგილზე გაეცნო რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად. გუბერნატორის ინფორმაციით, უკვე შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
პარალელურ რეჟიმში დაწყებულია საცხოვრებელი სახლების დახურვისა და ელექტრო გადამცემი სადენების აღდგენითი სამუშაოები, ქარისგან დამტვრეული ხეებისგან იწმინდება ქალაქი.