შუახევში უხუცეს წყვილს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცეს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, სოფელ ტაკიძეებში მცხოვრებ ქარცივაძეების ოჯახს ესტუმრა. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახმედ და გული ქარცივაძეების უხუცეს წყვილს, ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

,,დღეს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქარცივაძეების ოჯახს ვსტუმრობდით, რომელიც პატრიარქის კურთხევით, საქართველოში 17 მაისს აღინიშნება. ქარცივაძეების ოჯახი სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ოჯახების ნათელი მაგალითია. წყვილი, თანაცხოვრების 55 წელს ითვლის. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“- აღნიშნა ომარ ტაკიძემ.

97 წლის ახმედ და 82 წლის გული ქარცივაძეებმა ოჯახი 1966 წელს შექმნეს. ჰყავთ 3 შვილი, 7 შვილიშვილი, 5 შვილთაშვილი. წყვილმა გასული წლის დეკემბერში კორონავირუსი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები