შუახევში საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შუახევის მუნიციპალიტეტში საზაფხულო იალაღებზე მისასვლელი გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოებს, გომის მთის მიმართულებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ომარ ტაკიძის განცხადებით, გომის მთაში მისასვლელი გზა ხვალ გაიხსნება და გადაადგილება ნებისმიერი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.