დმანისში სიტუაცია სტაბილურია

დმანისში ვითარება სტაბილურია, იქ ამ დრომდე დამატებითი საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული და ვითარებას აკონტროლებენ.

დმანისში განვითარებულ მოვლენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ამ დროისთვის არც ერთი პირი დაკავებული არ არის, ინციდენტში მონაწილეთა გამოკითხვები კი გრძელდება. დმანისში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ინციდენტებისას არიან დაშავებულები, თუმცა არც მოქალაქეების და არც პოლიციელების მხრიდან მძიმედ არავინ დაშავებულა.

ინციდენტი დმანისში, 16 მაისს ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები