შერიგება დმანისურად – დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს
დმანისში ორდღიან კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებმა – ადგილობრივმა აზერბაიჯაელებმა და ეკომიგრანტმა სვანებმა ერთმანეთს ხელი მუნიციპალიტეტის მერიაში ჩამოართვეს.
შეგახსენებთ, რომ დმანისის ცენტრში დაპირისპირება გუშინ ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც შემდგომში ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება დღეს გაგრძელდა, ადგილზე რამდენჯერმე ვითარება დაიძაბა, მხარეები ერთმანეთს ჯოხებსა და ქვებს ესროდნენ. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენელბიც, ასევე დაზიანებულია მაღაზიები.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 7 ადამიანი. დმანისის პოლიციაში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება.