ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გადადგა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
გადადგა.

ირაკლი თავდგირიძის განცხადებით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს დაწერა, რადგან მას მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა არჩილ კონცელიძემ განცახდების დაწერა და სამსახურიდან წასვლა სთხოვა.

თავად ირაკლი თავდგირიძე ამ ფაქტს მის მიერ გახარიასადმი სიმპატიებს უკავშირებს. აცხადებს, რომ ამჯერად არსად წასვლას აპირებს, თუმცა მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ის პირველი პოლიტიკოსი იქნება, ვინც გახარიას გუნდს აჭარიდან შეუერთდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები