დმანისის პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება

დმანისის პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის სამმა მონაწილემ პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა, თუმცა რა კითხვები ჰქონდა მათთან გამოძიებას, კომენტარს არ აკეთებენ.

ამის პარალელურად, კვლავ დაძაბული ვითარებაა დმანისის შესასვლელთან, სადაც აგრესიულმა მოქალაქეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დმანისის ცენტრისკენ დაიძრნენ, თუმცა მოგვიანებით ისინი უკან მიბრუნდნენ. როგორც თავად აცხადებენ, ისინი დმანისში კონფლიქტში მონაწილეთა მხარდასაჭერად მიდიან.

დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებენ.

ცნობისთვის, დმანისის პოლიციაში უკვე რამდენიმე საათია იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის უფროსი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები