რამინ იგიდოვი დმანისში დაპირისპირებაზე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის განმუხტვისთვის

ზოგ მედიაში ისე მკაცრად იყო წარმოდგენილი სიტუაცია, რომ ადამიანებში გააღვივა შუღლი, ქსენოფობიური გამონათქვამები, კომენტარები წამოვიდა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაციის განსამუხტად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

“გუშინდელი ფაქტის გამო ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ და ეს არის ჩვენი ჩამოსვლის საფუძველი. ვხედავ მცირე ჯგუფებს შორის არსებული უთანხმოების ეთნიკურ ნიადაგზე შუღლად წარმოდგენას, რაც ძალიან ცუდია და უფრო აღვივებს სიტუაციას.

სამწუხაროდ, ვფიქრობ, ზოგ მედიაში ისე მკაცრად იყო წარმოდგენილი სიტუაცია, რომ ადამიანებში გააღვივა შუღლი, ქსენოფობიური გამონათქვამები, კომენტარები წამოვიდა, რის საფუძველზეც ადამიანები უფრო მობილიზდნენ აქციაში ჩართვისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის განმუხტვისთვის,” – აღნიშნა რამინ იგიდოვმა.

დმანისში ვითარება ცოტა ხნის წინ ისევ დაიძაბა. ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, გუშინ დაიწყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და კონფლიქტში მონაწილე პირები და თვითმხილველები გამოკითხვებზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები