დმანისში ვითარება კვლავ დაიძაბა
დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა. კონფლიქტში მონაწილე და ამჟამად გამოკითხვაზე მყოფების მხარდასაჭერად ქალაქში შესვლას გარკვეული ჯგუფი ცდილობდა. გზა სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა ადგილზე ჩასულებმა კორდონის გარღვევა მოახერხეს.
არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.