“იყო გაუგებრობა, რაც წუთიერ აღელვებას მოჰყვა და ყველაფერი დაწყნარდება” – სოზარ სუბარი დმანისში ჩავიდა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი დმანისში ჩავიდა. მისი განცხადებით, სიტუაციის გასანეიტრალებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

“გვქონდა გარკვეული შეხვედრები და ახლაც ვაგრძელებთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რაც მოხდა, იყო გაუგებრობა, რაც წუთიერ აღელვებას მოჰყვა და ყველაფერი დაწყნარდება.

ყველა არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები