იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, ფოთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ქუთაისში, ფოთის ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროექტი გზის საფარის, ტროტუარების და ღვარსადენი სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ადგილზე გაეცნო.
“ფოთის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები მოვინახულე, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ ფოთის ქუჩა იქნება კომფორტული როგორც ტრანსპორტით გადაადგილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვისაც. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ფოთის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს შპს „გზამშენი XXI” აწარმოებს.