ირაკლი ქადაგიშვილი დმანისში განვითარებულ მოვლენებზე: მნიშვნელოვანია კონფლიქტის წარმოშობის პირველივე კერა სამართლებრივად სწორად იყოს შეფასებული

დასაგმობია ის ვითარება, რაც გუშინდელი დღიდან დმანისის მუნიციპალიტეტში სპონტანურად განვითარდა, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ასეთი ვითარებისას ყოველი საათი მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი და სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან ასეთი მოვლენების განვითარების დროს ყოველი საათი ძალიან ძვირფასია და ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს, იმისთვის, რომ იქ სიტუაცია სასწრაფოდ განიმუხტოს. ამავდროულად, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, კონფლიქტის წარმოშობის პირველივე კერა იყოს სამართლებრივად სწორად შეფასებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე დმანისში ვითარება განმუხტულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები