ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დმანისში საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა

განვაიარაღეთ ყველა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა, – ამის შესახებ ქვემო ქართლის პოლიციის უფროსმა, ლაშა გოგნიაშვილმა ჟურნალისტებს დმანისში განუცხადა.

მისი თქმით, ადგილზე ვითარება განმუხტულია.

„შსს, თითოეული დანაყოფის თანამშრომელი, მაქსიმალურად ვცდილობდით და ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო. განვაიარაღეთ ყველა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ვითარება განმუხტულია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამშრომელია აქ, ადგილზე. გუშინაც იყო, დღესაცაა“, – განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.

ინციდენტი დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე დმანისში ვითარება განმუხტულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები