ნათია თურნავა დმანისის ინციდენტზე: მნიშვნელოვანია, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იყოს წარმოჩენილი, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება

საკმაოდ სამწუხარო ფაქტი მოხდა დმანისში. პოლიცია ჩართულია, შსს, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცით, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„საკმაოდ სამწუხარო ფაქტი მოხდა დმანისში. პოლიცია ჩართულია, შსს, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ვიცით, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს, პრაქტიკულად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, არ იყოს წარმოჩენილი, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ამ წუთებშიც დაძაბული ვითარებაა. ადგილზე მობილიზებულია შსს-ს რამდენიმე დანაყოფი.

დმანისში ერთ-ერთ მაღაზიაში ლუდის ვალად წაღების გამო დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება დღესაც გაგრძელდა. შედეგად დაშავდნენ როგორც კონფლიქტის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები. დაზიანებულია ინციდენტის ადგილთან ახლომდებარე მაღაზიები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები