შაბათ-კვირას რესტორნები გარე სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ
შაბათ-კვირას რესტორნები გარე სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეგულაციები სრულად უნდა იყოს დაცული და რესტორნებისთვის, შაბათ-კვირას შიდა სივრცეში სტუმრების მიღების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.