საქართველო პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს მიიღებს

ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა შეღავათიანი პირობებით მიიღებს 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტიანი საშუალება. ამას, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკი განახორციელებს. ასევე მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით მივაღწიეთ, წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე ეკონომიკის მინისტრი, ქალბატონი ნათია აქტიურად იყო ჩართული. მოგეხსენებათ, ამ პროცესში ჩვენი დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება პანდემიითდაზარალებული საწარმოებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტის ზედამხედველობას ეკონომიკის სამინისტროს სიპ-ი „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

ჩვენთვის, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, დამატებით სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები