“პოლიცია ყველაფერს აკეთებს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად” – დაპირისპირება დმანისში გრძელდება

ხმაური და დაპირისპირება დმანისში – ადგილობრივი აზერბაიჯანელებსა და ჩამოსახლებული ეკომიგრანტებს შორის ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთმანეთს ჯოხებსა და ქვებს ესროდა.

როგორც დმანისი სამხარეო პოლიციის უფროსმა განაცხადა, პოლიცია ყველაფერს აკეთებს რომ ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგი აღდგეს.

“არის საზოგადოებრივი უწესრიგობა, პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ აღდგეს საზოგადოებრივი წესრიგი”, – განაცხადა დმანისის სამხარეო პოლიციის უფროსმა.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გუშინ, გვიან ღამით ერთ-ერთ მაღაზიასთან ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები