სოზარ სუბარი გეგა შენგელიაზე: ის ძირითადად იყო, როგორც მეურნე, პოლიტიკაში ნაკლებად იყო ჩართული

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის თქმით, ზუგდიდის მერის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მედიისგან შეიტყო.

მისი შეფასებით, გიორგი შენგელია კარგი მეურნეა და პოლიტიკაში ნაკლებად იყო ჩართული.

„მისი თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე თქვენგან გავიგე, ინფორმაცია არ მაქვს. შესაბამისად, არ ვიცი, რამ გამოიწვია. ამ ადამიანს კარგად ვიცნობ, ის ძირითადად იყო, როგორც მეურნე. პოლიტიკაში ნაკლებად იყო ჩართული, სამეურნეო სფეროდან მოვიდა. როგორც მეურნე, კარგი მერი იყო, მაგრამ თუ გარკვეული პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა ან პოლიტიკური მიკერძოება აქვს, მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია, ვის გუნდში გააგრძელებს საქმიანობას ზუგდიდის ყოფილი მერი.

„არ ვიცი, ვის გუნდში მიდის“, – თქვა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები