ხელჩართული ჩხუბი ჯოხებით – რა მოხდა გვიან ღამით დმანისში

დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, ნაცემია მაღაზიის მეპატრონე და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა.

შემთხვევის ადგილთან ერთ-ერთუ მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები როგორც სცემენ ერთმანეთს.

დმანისის პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველთა და ინციდენტის მონაწილეთა გამოკითხვა გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები