ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი ტაბაღუამ გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
რუსთავის ცენტრალურ პარკში, პროექტ “ეკორუსთავის” ფარგლებში, მორიგი გამწვანებისაქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, პარკისტერიტორიაზე 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის: მუხის, მარადმწავანე მუხის, დიადი ბოყვის, ცაცხვის ნერგები დაირგო.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, “კავკასიის ავტოიმპორტისა” და“რუსთავ სერვის ცენტრის” თანამშრომლებმა მიიღეს.
აქციის ფარგლებში, ეკოლოგიაზე ზრუნვისა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ რუსთავის ცენტრალური პარკის თანამშრომლებს. რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ,,კავკასიის ავტოიმპორტის“ აღმასრულებელ დირექტორს, როგორც რუსთავის ეკო მეგობარს, სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.
,,ვაგრძელებთ რუსთავის გამწვანებას, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რამდენიმე თვეა აქტიურად ვართ ჩართული ქალაქის გამწვანებაში და ამ პერიოდის განმავლობაში, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მერიის მხრიდან, სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტების მხრიდან. მე მიხარია, რომ დღესაც, სწორედ ბიზნესის ჩართულობით მოხდა ის, რომ ჩვენ ისტორიული და უნიკალური პარკის განახლებაში შევიტანეთ წვლილი. 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი დავრგეთ, რომელიც ,,კავკასიის ავტოიმპორტმა“ შეიძინა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს, მე მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ქალაქს უკვე აქვს ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმა, რომლის განხორციელებაც აქტიურად მიმდინარეობს, იმისათვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
“რუსთავს აქვს ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმა, ამ გეგმას სჭირდება აღსულება. ამ პროცესში ჩართულია ყველა სეგმენტი, როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე სამოქალაქო და კერძო სექტორი. დღეს ვიმყოფებით რუსთავის ერთ–ერთ უნიკალურ ადგილას – ცენტრალურ პარკში, რომელიც ბუნებრივად არის გაშენებული, რა თქმა უნდა განახლება სჭირდება და დღეს კიდევ ერთი გამწვანების აქცია ჩატარდა“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის ცენტრალურ პარკში გამწვანების აქცია “კავკავკასიის ავტოიმპორტის” მხარდაჭერით გაიმართა.
გამწვანების აქციები ეკო მოხალისეებთან ერთად რუსთავში თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იმართება და და ქალაქის ფლორა ასობით ახალი ნერგით მდიდრდება.