შუახევში, სოფელ წყაროთის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შუახევში, სოფელ წყაროთის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს სოფლის სახლის რეაბილიტაციას, მოსაცდელის მშენებლობას, საცალფეხო ბილიკის, სანიაღვრე არხის, გარე განათების მოწყობას. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

სოფლის ცენტრის კეთილმოწყობაზე 62 500 ლარამდე დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები