ჭიათურაში 2008-2009 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის სარაგბო ფესტივალი ჩატარდა
ჭიათურაში 2008-2009 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის სარაგბო ფესტივალი ჩატარდა. ერთდღიან ფესტივალში დასავლეთ საქართველოდან წარმოდგენილი 17 გუნდი მონაწილეობდა. ამის შესახებ “კვირას” ჭიათურის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით? ღონისძიებას, რომელიც თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე დაესწრნენ.
” ასეთი ფესტივალების მოწყობა რაგბისთვის და ზოგადად ქართული სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი ღონისძიება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება და მოხარული ვარ, რომ მასში 17 სხვადასხვა გუნდი მონაწილეობს“ -განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
,,საქართველოს რაგბის კავშირი დიდ ყურადღებას უთმობს საბავშვო რაგბის განვითარებას, რაც დადებით შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჭიათურის მუნიციპალიტეტს და ყველა ორგანიზატორს, ვინც ამ ფესტივალის გამართვაში მონაწილეობდა“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.
ფესტივალის მიზანს საბავშვო რაგბის პოპულარიზაცია და მისი განვითარება წარმოადგენს.