ჭიათურაში ხანძრის შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებს ჭიათურის მერია დაეხმარება

ჭიათურაში, პატარიძის ქუჩის 4 ნომერში ხანძარი გაჩნდა. სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა მაქსიმალურად მოკლე დროში მოახერხა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მთლიანად განადგურდა 4 სახლის სახურავი. დაიწვა საცხოვრებელი ოთახების ნაწილიც.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროენერგია გახდა.
პატარიძის ქუჩაზე ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მივიდა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
ჭიათურის მერია თითოეულ დაზარალებულ ოჯახს 5000-ლარიან დახმარებას გაუწევს, პარალელურად მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებელი კორპუსის გადახურვას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები