შუახევის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა – დიმიტრაძეების უბანში სამანქანე გზა მოეწყობა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, სამუშაო შეხედრა ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულთან და სოფლის თანაშემწეებთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს და ერთობლივად იმსჯელეს წამოჭრილი საკითხების მოკლე ვადებში გადაწყვეტაზე.
“ომარ ტაკიძემ ყურადღება გაამახვილა, მერიის მიერ დაგეგმილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების მოსახლეობაზე დროულად მიწოდების საკითხზე და ამ კუთხით სოფლის რწმუნებულების ჩართულობაზე. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით სოფლებში, მოსახლეობაზე ორიენტირებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა სოფლის ცენტრები, ამბულატორიები, სპორტული მოედნები, გარე განათებები, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სხვა ა.შ. დღესვე, ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ ჭვანის ცენტრში მცხოვრები დიმიტრაძეების პრობლემას, რომლებიც წლებია საფეხმავლო ბილიკით სარგებლობენ და სამანქანე გზით არასდროს უსარგებლიათ. ომარ ტაკიძის განცხადებით, დიმიტრაძეების საკითხი, მაქსიმალურად მოკლე ვადებში იქნება გადაწყვეტილი და ოჯახები, მალე ახალი საავტომობილო გზით ისარგებლებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები