კახა კუჭავა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი და რაც ყველაზე მთავარია, ეს უნდა გახდეს ადგილი, სადაც მთელი საქართველო მოვა და ნახავს იმ ბრწყინვალე წარმოდგენებს, რომლებსაც ჩვენი რეჟისორები და მსახიობები აქ შეასრულებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოზურგეთის განახლებულ თეატრში განაცხადა, რომლის რეაბილიტაციაც ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

„არ შეიძლება ემოციების გარეშე ისაუბრო, როცა ამ თეატრში შემოხვალ და ნახავ ამ ულამაზეს შემოქმედებას. ეს ჩემთვის არ არის მარტო თეატრი, ეს არის ადგილი სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია იპოვოს თავისი თავი, ჰარმონია, სიმშვიდე, განვითარება ყველა ეს ის კომპონენტია, რომელიც მიგვაჯაჭვებს და მოგვცემს საშუალებას, რომ ვისიამოვნოთ იმ წარმოდგენებით, რომლებსაც დღესაც ვიხილავთ და მომავალშიც. რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, ის ჩვენ ძალიან ბევრი პროექტითა და ქველმოქმედებით გვამარაგებს, რომლებსაც ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ვხედავთ, თუმცა არის გამონაკლისები, რომლებიც განსაკუთრებულ ემოციას იწვევს და ეს ნამდვილად წარმოადგენს ამ გამონაკლისს.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი და რაც ყველაზე მთავარია, ეს უნდა გახდეს ადგილი სადაც მთელი საქართველო მოვა და ნახავს იმ ბრწყინვალე წარმოდგენებს, რომლებსაც ჩვენი რეჟისორები და მსახიობები აქ შეასრულებენ“, – განაცხადა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები