შიდა ქართლის გუბერნატორი და მოადგილეები “სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დღეს შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაცია ჩაერთო.  ქარელში, კლინიკა „გორმედში“ დღეს მხარის გუბერნატორი,  მოადგილეები და თანამშრომლები “სინოფარმით” აიცრნენ.

იმუნიზაციის შემდეგ მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უფრო აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციაში, რადგან ესაა ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები