თერჯოლაში, რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონი დაიგო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან, მანუჩარ რობაქიძესთან და ადილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, სადაც პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ ისაუბრეს.
“მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფლებთან მისასვლელი და შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. აქტიურად მიმდინარეობს რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 1,5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონი დაიგო. ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემისა და საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მერია, აქტიურად აწარმოებს მონიტორინგს თითოეული პროექტის ვადების დაცვისა და ხარისხიანად განხორციელების საქმეში”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, “ჯეო როუდ ინვესტი” ახორციელებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, ხორციელდება და ჯამში 639 438 ლარი დაიხარჯება.