ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას კოვიდსაწინააღმდეგო რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს

ლაგოდეხის მერიის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო დაწესებულებებში და სხვადასხვა კომერციული ობიექტებზე ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მერიაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემატურად აწარმოებს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, სხვადასხვა კერძო თუ საჯარო ობიექტებზე.  ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებულ რეკომენდაციების შესახებ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ატარონ პირბადე და დაიცვან უსაფრთხოების წესები“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები