ირაკლი ქარსელაძე – სტიქიის შედეგად დაზიანებული ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით დასრულდება

შატილისკენ მიმავალ გზაზე პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო დასრულებულია გეოლოგიური შესწავლის შესაბამისი ხარისხით, ქვათა ცვენა კი წლევანდელი ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, სტიქიური მოვლენის შედეგად განვითარდა, რაზეც რეაგირება მყისიერად მოხდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით დასრულდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა 90-ე კმ-მდეა გაწმენდილი, სადაც სუსტი გრუნტების გამო ჩამოშლილია დიდი ოდენობით შვავი და კლდის მასა. მათივე ინფორმაციით, მონაკვეთი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად აღდგება და საავტომობილო გზა, სავარაუდოდ, 2 კვირაში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები