ქარელში დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელში დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ “კვირას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო წყალმომარაგება დროებით შეიზღუდა.

“ დღეს დილიდან, ადგილზე მობილიზებული არიან როგორც ქარელის, ასევე კასპისა და გორის საავარიო ბრიგადები, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები რომ დროულად აღდგეს წყლის მიწოდება. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ალტერნატიული ქსელი. გარდა ამისა კომპანია აბონენტებს, წყალს წყალმზიდების საშუალებით მიაწვდის. წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წინასწარ გაეგზავნათ SMS შეტყობინებები. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები