ზუგდიდის მერი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
„ყველას მოვუწოდებ ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ამასთან, მერთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებიც აიცრნენ.