აჭარაში კოვიდვაქცინა 7368 პირმა ჩაიტარა
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 7368 პირმა ჩაიტარა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერით” 3306 პირი, “ასტრაზენეკათი” 2030 და “სინოფარმით” 2032 ადამიანი აიცრა.
უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.