ბათუმში, კობალაძის 8 ნომერში ორი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილია ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ადგილობრივების განცხადებით, მამაკაცი სავარაუდოდ, მე-19 სართულიდან გადმოხტა, ქალის ცხედარი კი, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იპოვეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხლობს.