დავით გარეჯის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება
დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
დაცვის მხარისთვის უცნობია დღეს რომელი მოწმეები დაიკითხებიან. ადვოკატები შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებენ და კვლავ ამბობენ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
შეგახსენებთ, გირაოთი გათავისუფლებულ მელაშვილსა და ილიჩოვას, საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს ედავებიან.