ქუთაისის მერი და ვიცე-მერი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისის მე-4 შერეულ პოლიკლინიკაში „სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ.
„დღეს მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და კოვიდ19-ის საწინააღმდეგო აცრა ჩავიტარე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, რომ აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად. არ დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინა იცავს სიცოცხლეს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირა გამოცხადდა მასობრივი ვაქცინაციის კვირეულად, რაც ითვალისწინებს ხელისუფლების და საზოგადოების აქტიური წევრების ინტენსიურ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში.