ლაგოდეხის საჯარო სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა

დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 28 საჯარო სკოლაში და 23 სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში გაგრძელდა.

მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა სწავლის განახლება მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს მიულოცა.

„თითოეულ საჯარო დაწესებულებაში სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული, მოსწავლეებს და აღსაზრდელებს თერმოსკრინინგი ყოველდღიურად ჩაუტარდება, პედაგოგები რეგულარულად გაივლიან სავალდებულო ტესტირებას. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები. სასწავლო სააღმზრდელო პროცესის ბუნებრივ გარემოში გაგრძელება, ბავშვის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობასთან ერთად წარმატებებს გისურვებთ“.-განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები