ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ სარწყავ არხში გადავარდა. რის შემდეგაც ისევ სავალ ნაწილზე დაბრუნდა.
ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.