“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა კიდევ ორი კარავი გაშალეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარვები კიდევ ორ ადგილზე გაშალეს. „გუმათჰესის“ მიმდებარე ტერიტორიის გარდა, კარავი უკვე დგას გუმათის დასახლებაში მდებარე „ენკა რინიუებლზის“ ერთ-ერთი ოფისის წინ, ასევე სოფელ ტვიშში.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მირზა ნოზაძის თქმით, კარვების განთავსება კომპანიის საქმიანობის კონტროლს ემსახურება, რადგან მისი განმარტებით, ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, კაშხლის მშენებლობისთვის სამუშაოები დაჩქარებულად მიმდინარეობს.

„შაბათს გვქონდა აქცია რაჭაში, საიდანაც ვბრუნდებოდით გუმათის მიმართულებით. გზად ვნახეთ, როგორ მიმდინარეობდა გვირაბის მშენებლობის სამუშაოები. პრაქტიკულად ყველამ დარეკა გარემოს დაცვის სამსახურში და ვითხოვდით, აეხსნათ, იყო თუ არა სამუშაოები კანონიერი. შემდეგ დავტოვეთ ტერიტორია იმ პირობით, რომ ორშაბათს ჩამოვიდოდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა ვითარებას, თუმცა ესეც აღმოჩნდა ცრუ დაპირება. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ვაკონტროლოთ ხეობის ყველა შესასვლელი და უკანონო სამუშაო პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ხეობაში”, –  განაცხადა მირზა ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები