ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი: ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია მისი ჰიდრორესურსების სწორად და გონივრულად ათვისება

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ენერგოსექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და
ენერგოდამოუკიდებლობისთვის ენერგოსექტორის განვითარება კრიტიკულად
მნიშვნელოვანია. დღეს დაპაუზებულია ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, 4 მლრდ
დოლარის მოცულობის, რაც პირდაპირ აზიანებს ქართულ ეკონომიკას. ეს კი
გამოიწვია იმ მიზანმიმართულმა კამპანიამ რაც მიმდინარეობს ჰესების მშენებლობის
წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია მისი
ჰიდრორესურსების სწორად და გონივრულად ათვისება”, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები