თიბისი ბიზნეს კლუბის ვიდეოსერიები ქუთაისში გრძელდება
დღეს, 12.00 საათზე თიბისი ბიზნესის ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეოსერიისჩვენება გაიმართა. ბიზნეს საუბარი, ამჯერად, ქუთაისში მიმდინარეობს და ადგილობრივ ბიზნესებს წარმოადგენს.
ვიდეოსერიის მეორე ფილმის სტუმრები არიან ალექს ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე მშვილდაძე, რესტორან „აგერარის“ დამფუძნებელი, ქრისტინე ლორთქიფანიძე, საკონსულტაციო კომპანია „ანოვა“ და მარიკა თვარაძე, რესტორან „დების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
მათ კომპანიის განვითარებისა და ბრენდინგის თავისებურებებზე ისაუბრეს, რაც ქუთაისში არსებული ბიზნესებისთვის არის დამახასიათებელი; ასევე სტუმარმასპინძლობის ქუთაისურ კულტურასა და უნიკალურ გამოცდილებაზე, რომელსაც ეს მხარე სთავაზობს ადამიანს.
ვიდეოსერიები მიზნად ისახავს თიბისი ბიზნეს კლუბის წევრების მხარდაჭერასა და განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა საკითხზე. თიბისი ბიზნესი ვიდეოსერიებსსაქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კვლავ შემოგთავაზებთ.