გიორგი ღიბრაძე: როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია, რეგულაციები შემსუბუქდება

დღეიდან მოიხსნა ყველა ის რეგულაცია, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით იყო დამატებით შემოღებული. ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებს, სააღმზრდელო დაწესებულებებს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, სხვა არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

„ეს საკითხი, ცხადია, ყველას გვაწუხებს, როგორც მოსახლეობას, ისე იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. სიტუაციას პერმანენტულ რეჟიმში ვაანალიზებთ და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია, რეგულაციები შემსუბუქდება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ციფრებზე. იქ უამრავი სხვა კომპონენტია, რომელსაც ვითვალისწინებთ გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც კი კომპონენტების ერთობლიობა მოგვცემს საშუალებას, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები