13 მაისის კოვიდსტატისტიკა – როგორი ეპიდვითარებაა ქვეყანაში
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 776 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 329 პაციენტი და გარდაიცვალა 16 კოვიდინფიცირებული პირი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 326 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 306 264, გარდაიცვალა 4 379 პაციენტი.