გოგი მეშველიანმა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამი მიულოცა
“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადან ბაირამს, დიდი მარხვის დასრულებას”, – საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუსლიმ მოქალაქეებს რამადან-ბაირამს ულოცავს.
“ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამადან ბაირამს, დიდი მარხვის დასრულებას. მოთმინების, თავმდაბლობის, ურთიერთპატივისცემისა და სულიერი სიმშვიდის დღესასწაულს!
ბედნიერებას, კეთილდღეობას, მოთმინებას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, – განაცხადა მეშველიანმა.