30-დღიანი მარხვის შემდეგ ბათუმელმა მუსლიმებმა რამადან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს. დღესასწაული 30-დღიანი მარხვის შემდეგ დგება.

ლოცვა ორთაჯამეში სრულიად საქართველოს მუფთამ შეასრულა. მეჩეთმა მლოცველები ვერ დაიტია, რის გამოც მლოცველთა ნაწილმა ქუჩაში გადაინაცვლა.

ლოცვისას მორწმუნეებს პირბადეები ეკეთათ, თუმცა დისტანცია არ იყო დაცული.

დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. ის ცენტრალურ მეჩეთში მინისტრებთან ერთად მივიდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები