ომარ ტაკიძემ შუახევის უხუცეს ექთანს პროფესიული დღე მიულოცა
დღეს მსოფლიო ექთანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და მერის მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად, პროფესიული დღე ეთერ ფუტკარაძეს მიულოცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადეს.
“პროფესიული დღე მინდა მივულოცო ყველა ექთანს და გისურვოთ წარმატებები. მედიცინა წარმოუდგენელია პროფესიონალი ექთნების გარეშე. დღესაც, როდესაც ექთნები პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე იმყოფებით და თავს არ ზოგავთ COVID-19-თან ბრძოლაში, მადლობა თქვენ თავდადებისთვის, პასუხისმგებლობისთვის. პროფესიული დღე პირადად მივულოცე ეთერ ფუტკარაძეს, რომელიც 58 წელა ქიძინიძეების თსპ-ს მედდაა. 70 წლის ასაკშიც კი თავს არ ზოგავს და სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მის ხელშია გაჩენილი 200-ზე მეტი ახალი სიცოცხლე “-აღნიშნა ომარ ტაკიძემ.
ექთანთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა 1974 წლიდან ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით და სიმბოლურად ემთხვევა ფლორენს ნაიტინგეილის, თანამედროვე ექთნის პროფესიის ფუძემდებლის დაბადების დღეს.