მერაბ ლომინაძე: ნამახვანჰესის პროექტი არის საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, ხეობის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

კომპანიის მენეჯმენტს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ის ვალდებულება, რომელიც  ჩვენ გვაკისრია  ჯეროვნად ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა არ დარჩეს არანაირი კითხვა და ამომწურავად იქნეს პასუხი გაცემებული საზოგადოების ყველა გულისტკივილზე. ვიწყებთ ამ საინფორმაციო კამპანიას და ვფიქრობ, მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებაში შედგება კონსესუსი ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას ჰესისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ. მერაბ ლომინაძის განმარტებით, ჩატარებული კვლევები და ზოგადად პროექტი იძლევა იმის გარანტიას, რომ რიონის ხეობას საფრთხე არ ემუქრება.
“ნამახვანჰესის პროექტი არის საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი . არაერთი კვლევა არის ამასთან დაკავშირებით ჩატარებული. 59 კვლევა არის გასაჯაროებული. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან მდგრადი კონტრუქცია, მდგრადი პროექტი . სწორი ინჟინრული გადაწყვეტილების შემთხვევაში და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში საფრთხე არც ხეობას და არც მოსახლეობას არ ემუქრება”,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ცნობისთვის, კომპანია “ენკამ” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ახალი საინფორმაციო კამპანიის დაწყება დაანონსა. საინფორმაციო კამპანია პროექტის შესახებ გავრცელებული მითებისა და რეალობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები