დავით ჩოჩია: ნამახვანჰესი არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილია

„ნამახვანჰესი არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილია,- ამის შესახებ კომპანია “ენკას” სოციალური პროექტების ხელმძღვანელმა დავით ჩოჩიამ პრესკონფერენციაზე, სადაც ნამახვანჰესის შესახებ არსებულ მითებზე მიმდინარეობს საუბარი, განაცხადა.
“ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოში ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 11.5 პროცენტი უნდა უზრუნველყოს, რაც პირდაპირ ანაცვლებს იმპორტირებულ ენერგიას. ზამთრის პერიოდში ეს ჩანაცვლება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ქართული ელექტროენერგია ალბათ არის ყველაზე სტრატეგიული პროდუქტი, რაც შეიძლება ჩვენ თავად ვაწარმოოთ, რომ ნაკლებად ვიყოთ სხვებზე დამოკიდებული“,- განაცხადა დავით ჩოჩიამ.

ინფორმაციისთვის, კომპანია “ენკა” ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც ნამახვანჰესის შესახებ არსებული მითებისა და რეალობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები