ალექსანდრე ზაგაშვილი “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო – „სინოფარმი”-ს ვაქცინით აიცრა.
ვაქცინა ყაზბეგის მერს სტეფანწმინდის სამედიცინო ცენტრში ყველა პროცედურის დაცვით გაუკეთდა.
“ვაქცინაცია პანდემიით გამოწვეული კრიზისის შეკავების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, კორონავირუსთან გამკლავება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციით შევძლებთ დავასრულოთ ეპიდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს” – განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.