შუახევში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 485 000 ლარამდე დაიხარჯება

შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაო პროცესს ბუთურაულისა და ქიძინიძეების სოფლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან აჭარის უმაღლეს საბჭოში – ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.

“პროექტის ფარგლებში სოფელ ბუთურაულში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის სახლს, გაკეთდება მოსაცდელები, მოეწყობა გარე-განათება, სავალი ბილიკი და კეთილმოეწყობა ბაგა-ბაღის ეზო საბავშვო ატრაქციონებით.

ადგილობრივები, განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ ქიძინიძეებშიც, რომლის ფარგლებშიც კეთილომოეწყობა სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდება გარე-განათება, მოეწყობა ფანჩატური და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ მემორიალს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბეტონის საფარის მოწყობა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 485 000 ლარამდე დაიხარჯება. გარდა მიმდინარე პროექტებისა, განხორციელდება წაბლანის, ჯაბნიძეების, წყაროთის, მაწყვალთის, ტომაშეთის და კლდისუბნის სოფლის ცენტრების მოწყობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები